ეგვიპტეში 3 000 წლის „დაკარგული ოქროს ქალაქი“ აღმოაჩინეს
ეგვიპტეში 3 000 წლის „დაკარგული ოქროს ქალაქი“ აღმოაჩინეს

ეგვიპტეში, ქალაქ ლუქსორთან ახლოს 3 000 წლის „დაკარგული ოქროს ქალაქი“ აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა ტუტანხამონის აკლდამის შემდეგ.

არქეოლოგები აცხადებენ, რომ აღმოჩენილია ქვიშაში დამალული ეგვიპტის უდიდესი ანტიკური ქალაქი, სახელად ათენი. ქალაქი თარიღდება ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფარაონის, ამენჰოტეპ III-ს მეფობის ხანით, რომელიც ქვეყანას ძვ.წ. 1391-1353 წლებში მართავდა. ქალაქში ასევე მეფობდა ფარაონი ტუტანხამონი, რომლის თითქმის ხელუხლებელი აკლდამა ბრიტანელმა არქეოლოგმა, ჰოვარდ კარტერმა 1922 წელს, მეფეთა ველზე აღმოაჩინა.

გათხრების შედეგად აღმოჩნდა ძვირფასი არქეოლოგიური მასალა, როგორიცაა სამკაულები, ფერადი ჭურჭელი, სკარაბეუსის ხოჭოს ამულეტები და ტალახის აგური, რომლებიც ამენჰოტეპ III- ის ბეჭდებს ატარებს.