ეგვიპტე 19-დან 31 მარტამდე ავიამიმოსვლას სრულად წყვეტს
ეგვიპტე 19-დან 31 მარტამდე ავიამიმოსვლას სრულად წყვეტს

ეგვიპტე 19 მარტიდან 31 მარტამდე ავიამიმოსვლას სრულად წყვეტს. ამის შესახებ განცხადება ეგვიპტის მთავრობის მეთაურმა, მუსტაფა მადბულიმ გააკეთა.

მისი თქმით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, ქვეყანა 19 მარტამდე დატოვონ, შემდეგ კი, ეგვიპტის ყველა აეროპორტი დაიხურება.

მისივე განცხადებით, აღნიშნული ზომის მიღება სახელმწიფო ბიუჯეტს 143 მილიონი დოლარი დაუჯდება, ხოლო საერთო ჯამში ზარალმა შესაძლოა, 7 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

ამ დროისთვის, ეგვიპტეში ახალი კორონავირუსის 126 შემთხვევა არის დაფიქსირებული. ორი ადამიანი დაიღუპა, 26 კი, გამოჯანმრთელდა.