ეგოიანმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა – „ჯვაროსნების“ ნახევარმცველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-5 ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „მონპელიეს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა 65 წუთი ითამაშა. დავითაშვილის გუნდი ხუთი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ, 15 ქულით გათამაშების ლიდერია.
შესანიშნავი თამაში ჩაატარა ნიდერლანდებში ირაკლი ეგოიანმა, რომელმაც „ვილემის“ წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა და „ექსელსიორის“ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა – 3:0.
მე-8 წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გადაცემით ანგარიში გარდენმა გახსნა. 85-ე წუთზე კი ეგოიანმა თავადაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. საბოლოოდ 9.0 შეფასებით ეგოიანი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„ექსელსიორი“ 4 ტურის შემდეგ 9 ქულით ნიდერლანდების ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. ეგოიანის ანგარიშზე ოთხ შეხვედრაში ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.