ევროპარლამენტარი კლერ მუდი - სალომე ზურაბიშვილმა საარჩვენო კამპანიის დროს არაერთი თავდასხმის მოგერიება შეძლო
ევროპარლამენტარი კლერ მუდი - სალომე ზურაბიშვილმა საარჩვენო კამპანიის დროს არაერთი თავდასხმის მოგერიება შეძლო

სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანიის დროს არაერთი თავდასხმის მოგერიება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი, ევროპარლამენტარი კლერ მუდიევროაქტივში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

„არაერთი წარმატების მიუხედვად, სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ, იმ მასშტაბის ძალადობას შეეჯახა, რომელიც არც ერთ მამაკაცს არ განუცდია. ზურაბიშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ქალთმოძულეების თავდასხმების მოგერიება შეძლო. ქართველების დამსახურებაა, რომ ამ თავდასხმების მიუხედავად, მან შეძლო არჩევნების მეორე რაუნდის მოგება და ამომრჩეველთა თითქმის 60%-ის ხმები მიიღო“, – წერს ევროდეპუტატი.

მუდის თქმით, ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია პოზიტიურ დღის წესრიგზე იყო დაფუძნებული.

„კამპანია იყო დაფუძნებული მის გამოცდილებაზე. სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ ის ხელისუფლებასა და ხალხის დამაკავშირებელი რგოლი იქნებოდა. ზურაბიშვილს აქვს დიდი გამოცდილება უფრო ტოლერანტული პოლიტიკური დისკურსის წინ წამოწევისთვის, მათ შორის არის ადამიანთა და უმცირესობათა უფლებები, ასევე გენდერული თანასწორობა, რასაც დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები მიესალმებიან“,- წერს მუდი.

ევროპარლმენტარის განცხადებით, ზურაბიშვილი ნიჭიერი ლინგვისტია და საქართველოს შესახებ რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი.
„მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, ზურაბიშვილს აქვს ყველა შანსი, შეასრულოს ყველა წინასააარჩევნო დაპირება. ეს აუცილებლად წასწევს საწართველოს წინ, უფრო ღია და პროგრესული მიმართულებით“, – წერს ევროპარლამენტის წევრი.