ევროკავშირმა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ევროპული გაერთიანების უმაღლესი ინსტიტუტის ცნობით, ლათინური ამერიკის სახელმწიფოსთვის სანქციები 2019 წლის 14 ნოემბრამდე გაგრძელდება. აკრძალვების გახანგრძლივების მიზეზი ვენესუელაში ვითარების გაუარესებაა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები მიზნად ისახავს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობას, რაც საბოლოო ჯამში პოლიტიკურ სტაბილურობას გამოიწვევს.
ამასთან, ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები არ არის მიმართული ვენესუელის მოსახლეობის წინააღმდეგ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ ვენესუელის პრეზიდენტ, ნიკოლას მადუროს მეუღლის, ასევე ქვეყნის თავდაცვის მინისტრის და ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ევროპულმა გაერთიანებამ კი, ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები 2017 წლის 13 ნოემბერს აამოქმედა.
აკრძალვები იარაღის ემბარგოს ითვალისწინებს.
ქვეყნის მაღალ თანამდებობებზე მყოფ 18 პირზე სავიზო შეზღუდვდები მოქმედებს, მათი პირადი საბანკო აქტივები კი, გაყინულია.