ცნობილმა კანადელმა ჩოგბურთელმა ეჟენი ბუშარმა წლევანდელ სპორტულ წელს პირველი ტიტული მოიპოვა.
24 წლის ჩოგბურთელი მონაწილეობას, გამოცემა Sports Illustrated-ის მიერ მოწყობილ საფეხბურთო ტურნირში იღებდა, რომელშიც ცნობილი სახეები იყვნენ მიწვეულნი.
ტურნირი საქველმოქმედო ხასიათისა იყო. ბუშარის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა, თავად ჩოგბურთელი კი MVP-ის პრიზის მფლობელი გახდა. ჩოგბურთელის გარდა, ტურნირზე გამოჩდნენ MLS-ის ყოფილი ვარსკვლავი ლენდონ დონოვანი, პარალიმპიელი სპორტსმენი ბრენა ჰუკაბი და მოდელი სამანტა ჰუპსი.
ეჟენი ბუშარი, ამჟამად WTA-ის რეიტინგში 88-ე ადგილზეა. წელს, კანადელი „დიდი სლემის“ არც ერთ ტურნირზე 1/64 ფინალზე შორს არ გასულა.