ცნობილმა ფორვარდმა, ედინსონ კავანიმ დაასრულა კარიერა ურუგვაის ნაკრებში.
37 წლის თავდამსხმელმა, რომელიც ამჟამად არგენტინულ „ბოკა ხუნიორსში“ თამაშობს, ეროვნულ გუნდში 136 მატჩი ჩაატარა და 58 გოლი გაიტანა.
2011 წელს კავანიმ ურუგვაის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე გაიმარჯვა. ის მსოფლიოს ოთხი ჩემპიონატის მონაწილეა 2010 (მე-4 ადგილი), 2014 (1/8-ფინალი), 2018 (1/4-ფინალი) და 2022 (ჯგუფური ეტაპი) წლებში.