ედინსონ კავანი „რომაში“ გადასვლასთან ახლოს არის
ედინსონ კავანი „რომაში“ გადასვლასთან ახლოს არის

„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი ფორვარდი ედინსონ კავანი, შესაძლოა, იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდეს. როგორც ჟურნალისტი სებას ჯოვანელი იტყობინება, ურუგვაელი კარიერას „რომაში“ გააგრძელებს.

შვიდ ან რვა ივლისს, ფეხბურთელის აგენტი შეხვდება რომაული კლუბის წარმომადგენლებს, გარიგების დეტალების განსახილველად.

ამ მომენტისთვის, კავანის თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს, რადგან მისი კონტრაქტი პსჟ-სთან 30 ივნისს ამოიწურა.

33 წლის ფორვარდი პარიზული კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. 2013 წელს, მან 200 გოლი გაიტანა და 43 შედეგიანი პასი შეასრულა.

კავანი იტალიაში „პალერმოსა“ და „ნაპოლის“ რიგებში თამაშობდა.