ედინ ტერზიჩმა „დორტმუნდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა #1TVSPORT
„დორტმუნდის“ მთავარი მწვრთნელი ედინ ტერზიჩი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა პატრიკ ბერგერმა.
უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ „დორტმუნდის“ მცველი მატს ჰუმელსი, დიდი ალბათობით, დატოვებდა გუნდს ამ ზაფხულს, თუ კლუბის ხელმძღვანელობა შეინარჩუნებდა ტერზიჩს მთავარი მწვრთნელის პოსტზე. წყაროს ცნობით, მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, გასულ სეზონში ჰუმელსის კარგი თამაშის მიუხედავად.
2023-24 წლების სეზონში „დორტმუნდმა“ მეხუთე ადგილი დაიკავა ბუნდესლიგაში და ჩემპიონ „ლევერკუზენს“ 27 ქულით ჩამორჩა. ამასთან, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე გააღწია, სადაც „რეალთან“ 0:2 წააგო.