ედი ჯონსმა „ბორღჯალოსნებთან“ მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
ედი ჯონსმა „ბორღჯალოსნებთან“ მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

ინგლისის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა „შემოდგომის ერთა თასის“ პირველი მატჩისთვის, რომელშიც მისი გუნდი „ბორჯღალოსნებს“ დაუპირისპირდება, შემადგენლობა დაასახელა.

გუნდს მგეზავი ოუენ ფარელი უკაპიტნებს. დებიუტი ექნება მესამეხაზელ ჯეკ ვილისს, ხოლო ბენ იანგსი, რომელმაც „ექვსი ერის“ დასკვნით შეხვედრაში მე-100 კეპი მოიპოვა, ცხრა ნომრის პოზიციაზე ითამაშებს. პირველ ხაზში ვილ სტუარტთან ერთად ჯეიმი ჯორჯი და ელის გენჯი ითამაშებენ. მეორე ხაზში ძირითად შემადგენლობაში ჩარლი იუველსი და ჯო ლონჩბრი იწყებენ. რვა ნომერზე ბილი ვუნიპოლა დგას. სპეციალიზაციით მხტომელი მარო იტოჯე ამ შეხვედრაში მესამე ხაზში ითამაშებს. შუამარბებად ჰენრი სლეიდი და ოლი ლოვრენსს ვიხილავთ, ვისაც დებიუტი რომში, იტალიის წინააღმდეგ გამართულ ბოლო თამაშისას ჰქონდა. უკანა სამეულში ჯონათან ჯოსეფი, ჯონი მეი და ტრავმა მორჩენილი ელიოტ დეილი გაირჯებიან.

დებიუტის შანსი აქვს მაქს მალინსაც. იგი ტომ ქარისთან, ტომ დანთან, ბენ ერლთან, ჯო მარჩანტთან, დენ რობისონთან, კაილ სინკლერთან და მაკო ვუნიპოლასთან ერთად სათადარიგოთა სკამზეა.


ჯონსმა პრესასთან მომდევნო შეხვედრაზე და მოსამზადებელ ეტაპზე ისაუბრა:

„განვლილ კვირაში კარგად ვივარჯიშეთ. ვიცით, რომ გულშემატკივრებს დიდი მოლოდინი აქვთ. საქართველო რთული მეტოქეა, ამიტომ ღონიერი ბიჭები შევარჩიე. გუნდში ახალგაზრდობის და გამოცდილების კარგი ნაზავია და ისინი სრულად არიან კონცენტრირებულები მომდევნო მატჩზე. გვიხარია, რომ შინ „ტვიკენჰემზე“ დავბრუნდებით და კიდევ ერთხელ მოგვეცემა შანსი, რომ ამ რთულ პერიოდში გულშემატკივრებს ღიმილის მიზეზი მივცეთ.“