ედი ჯონსი - ყველა გუნდს აქვს თავისი სუსტი მხარეები
ედი ჯონსი - ყველა გუნდს აქვს თავისი სუსტი მხარეები

ინგლისის რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ მას აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა დაამარცხოს ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში.

„არ არსებობს გუნდი, რომელსაც ყველაფერში ასპროცენტიანი შედეგი აქვს და არ არსებობს გუნდი, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია. მომდევნო ერთ კვირაში ჩვენ ვიმუშავებთ ზუსტად იმაზე, რომ დავინახოთ, რა სუსტი მხარეები აქვს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს. ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები შესანიშნავი გუნდია, ძალიან კარგად მომზადებული. თუ მათ ბურთის ფლობის უპირატესობას მივცემთ, ძალიან რთული იქნება თავის დაცვა. თუმცა, როგორც ავღნიშნე, მათაც აქვთ სუსტი მხარეები, მთავარია ვიპოვოთ და გამოვიყენოთ ჩვენი შანსი“.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალურ შეხვედრებში ინგლისმა ავსტრალიას 40:16 მოუგო, ახალმა ზელანდიამ კი ირლანდია 46:14 დაამარცხა.

ტურნირის პირველი ფინალისტი ნაკრების ვინაობა 26 ოქტომბერს, იოკოჰამაში გაირკვევა. ერთმანეთს ინგლისისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი