ედი ჯონსი - ექვსი ერის ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის გაზრდა შეცდომა იქნება
ედი ჯონსი - ექვსი ერის ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის გაზრდა შეცდომა იქნება

ინგლისის ეროვნული სარაგბო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი აცხადებს, რომ ექვსი ერის ჩემპიონატში მეტი გუნდის დამატება შეცდომა იქნება.

რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლიდან შესაძლოა პოპულარულ ევროპლ სარაგბო ტურნირს სამხრეთ აფრიკა დაემატოს და, გარდა ამისა, საუბარი იყო იმის შესახებაც, რომ ჩემპიონატი რვაგუნდიანი უნდა გახდეს.

„ამას მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ჩემპიონატს ეძახიან და მგონია, რომ ასეც არის“, – ამბობს ჯონსი, – „რატომ უნდა დავიმატოთ სხვა გუნდები, რომლებიც ტურნირის დონეს დაწევენ?“

არის ასევე საუბარი ექვსი ერის ჩემპიონატში ფიჯის ნაკრების მიღებაზეც, რომელიც საშინაო მატჩებს საფრანგეთში ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ 2000 წლამდე უძლიერეს ევროპულ სარაგბო ჩემპიონატში ხუთი გუნდი (ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია, უელსი, საფრანგეთი) თამაშობდა, შემდეგ კი მათ იტალია დაემატა.