ედი ჯონსი აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს
ედი ჯონსი აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს

ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი 2023 წლის მსოფლიო თასისთვის ეროვნული გუნდის 60%-ით გადახალისებას გეგმავს. ავსტრალიელი სპეციალისტი ამჟამად იაპონიაში იმყოფება და კორონავირუსის გამო ის ჯერჯერობით ინგლისში ვერ ჩავიდა. ედი ჯონსმა სამწვრთნელო შტაბის სასელექციო და საწვრთნელ სტრატეგიებზე ისაუბრა

„ამჟამინდელ ინგლისის ნაკრებს კიდევ ერთი მსოფლიოს თასის თამაში შეუძლია, მაგრამ ვფიქრობ რომ სამომავლოდ გუნდში მხოლოდ ძირითადი შემსრულებლები დავტოვო და ნაკრებში თამაშის შანსი უფრო მეტ ახალგაზრდას მივცე. 2019 წლის მსოფლიო თასზე, იაპონიაში ახალგაზრდული გუნდით ფინალში ვითამაშეთ და სწორედ ეს ინგლისის ნაკრები ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გახდა, რომელმაც მსოფლიო თასის ფინალში ითამაშა. თუმცა გასული მსოფლიოს თასის შემადგენლობიდან მომდევნო ჩემპიონატზე, რომელიც საფრანგეთში გაიმართება, ამ შემადგენლობის მხოლოდ 40 პროცენტი დარჩება. ზუსტად ასე უნდა მივაღწიოთ წარმატებას. მე ყოველთვის ვეძებ საუკეთესო მოთამაშეებს. იმ შემთხვევაში თუ ის ბიჭები ვინც იაპონიაში მსოფლიოს თასზე ინგლისის ნაკრებში მოხვდნენ, კვლავაც შეეცდებიან გუნდში ადგილის შენარჩუნებას, ეს ძალიან გაგვახარებს, რადგან კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება,“- განაცხადა ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალურ შეხვედრაში სამხრეთ აფრიკასთან ანგარიშით 32:12 დამარცხდა.