ედი ჰაუ „ნიუკასლს“ ტოვებს – გუნდს მათიას იაისლე უხელმძღვანელებს #1TVSPORT
ინგლისელმა სპეციალისტმა, ედი ჰაუმ ინგლისის პრემიერლიგის კლუბის, „ნიუკასლის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას The Athletic-ის ჟურნალისტი დევიდ ორშტეინი ავრცელებს.
ორშტეინის ცნობით, ედი ჰაუმ გუნდში ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ ხელმძღვანელებს აცნობა, რომ დასვენება სურს. ინგლისელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ნიუკასლმა“ ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე და 1955 წლის შემდეგ, 2025 წელს პირველი ტიტული მოიგო – ინგლისის ლიგის თასი.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ნიუკასლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი 38 წლის გერმანელი სპეციალისტი მათიას იაისლე იქნება, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთის ლიგის გუნდში, „ალ-აჰლიში“ მუშაობს.
იაისლესთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და კლუბი მისი დანიშვნის შესახებ ინფორმაციას მალე ოფიციალურად დაადასტურებს.