ედგარს რინკევიჩსი - უკრაინა თუ დამარცხდება, ეს ჩვენს უსაფრთხოებაზე ნეგატიურად იმოქმედებს
თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ჩვენს უსაფრთხოებაზე ნეგატიურად იმოქმედებს, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
რინკევიჩსის თქმით, რასაც ახლა ხედავს, არის მათი უუნარობის შედეგი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მხრივ და ასევე, უკრაინისთვის შეზღუდვების დაწესება ამ იარაღის გამოყენებაზე, რათა თავდასხმა განახორციელონ რუსულ სამხედრო ობიექტებზე.
„ჩვენ არ ვსაუბრობთ ქალაქებზე ან მოქალაქეებზე. ჩვენ ვსაუბრობთ ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე და, რა თქმა უნდა, ორი წლის და თითქმის ოთხთვიანი ბრძოლის შემდეგ, რასაც ჩვენ უკრაინაში ვხედავთ, ასევე არის სერიოზული პრობლემა და არავინ უნდა იყოს გაკვირვებული. მაგრამ ვფიქრობ, რომ, სამწუხაროდ, რუსეთმა შეძლო წინსვლა და ნაწილობრივ ეს პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ რუსეთის უნარს, მობილიზდეს, მობილიზება მოახდინოს თავისი ეკონომიკისა და ხალხის, არამედ ჩვენს კოლექტიურ დასავლურ ან ლიბერალურ დემოკრატიებსაც, რომ დაძლიონ უუნარობა და მხარი დაუჭირონ ომში მყოფ ქვეყანას“, – ამბობს ლატვიის პრეზიდენტი.