ედგარს რინკევიჩსი - ლატვია არ მისცემს ჰუმანიტარულ ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას თავს აარიდებენ
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ლატვია არ მისცემს ჰუმანიტარულ ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციისთვის თავის არიდებას შეეცდებიან. ამის შესახებ განცხადება ედგარს რინკევიჩსმა „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა.
„უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მობილიზაციას თავს აარიდებენ. ასევე, არ შეიცვლება შენგენის ვიზის მფლობელი რუსეთის მოქალაქეებისთვის 19 სექტემბრიდან საზღვრის კვეთაზე დაწესებული შეზღუდვებიც“, – წერს ედგარს რინკევიჩსი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს მოქალაქეების ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.