ედგარს რინკევიჩი – მსოფლიო წესრიგი ირღვევა

18:03, 23.09.2026

ლატვიის პრეზიდენტმა გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო წესრიგის რღვევასა და რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. კერძოდ, რინკევიჩმა აღნიშნა, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა სერიოზული წნეხის ქვეშ იმყოფება და გლობალური საფრთხეები საზღვრებს აღარ ცნობს.

„მსოფლიო წესრიგი ირღვევა. წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რომელმაც სტაბილურობა მოიტანა, მზარდი ზეწოლის ქვეშაა. რაღაც ახალი ყალიბდება. უცნობია, რა მოხდება შემდეგ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: სამყარო შეიცვალა. საერთაშორისო ვაჭრობა, მობილობა, ტექნოლოგიები. ის, რაც შორს ხდება, აღარ არის შორს. არასტაბილურობა ვრცელდება, კონფლიქტები კი საზღვრებს კვეთს. ის, რაც უკრაინაში ხდება, მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება; არც ახლო აღმოსავლეთში, წითელ ზღვასა თუ სუდანში განვითარებული მოვლენები რჩება მხოლოდ ამ რეგიონების ფარგლებში. იგივე ითქმის სხვა გლობალურ საფრთხეებზეც. ტექნოლოგიებმა მანძილის მნიშვნელობა კიდევ უფრო შეამცირა. ხელოვნური ინტელექტი უზარმაზარ შესაძლებლობებს გვთავაზობს, თუმცა არასწორ ხელში ის შეიძლება იქცეს დეზინფორმაციის, დესტაბილიზაციისა და კონფლიქტის მძლავრ იარაღად“,  – განაცხადა რინკევიჩსმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთი სახელმწიფო როდესახ ცდილობს სხვა ქვეყნის საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით გადაწერას, „ნებისმიერი კონტინენტის ნებისმიერი საზღვარი ხდება ვაჭრობის საგანი“.

რინკევიჩსის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი პირდაპირ დარტყმას აყენებს გაეროს წესდების ფუნდამენტურ პრინციპებს. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მშვიდობიანი მოსახლეობის, სკოლების, საავადმყოფოებისა და ენერგოინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ დაბომბვაზე.

დრონებს იყენებენ მშვიდობიან მოსახლეობაზე. ადამიანის სიცოცხლეს ისე ეპყრობიან, როგორც სამიზნეს საფარიში. ეს არ არის პოლიტიკური უთანხმოება – ეს არის საერთაშორისო სამართლის უმძიმესი დარღვევა. სადაც დანაშაული ხდება, იქვე უნდა დადგეს პასუხისმგებლობაც,“ – აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთში უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების პრობლემაზე და მადლობა გადაუხადა აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს მათი ოჯახებში დაბრუნებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის.

რინკევიჩის თქმით, ლატვია, როგორც NATO-სა და ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარი, ყოველდღიურად დგას ბელარუსიდან მართული უკანონო მიგრაციის, კიბერშეტევების, დივერსიებისა და რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ საფრთხეების წინაშე. მან გაიხსენა 50-წლიანი საბჭოთა ოკუპაცია და აღნიშნა, რომ ლატვიამ კარგად იცის სუვერენიტეტის დაკარგვის ფასი, რის გამოც, როგორც უშიშროების საბჭოს არჩეული წევრი, ყოველთვის დაიცავს საერთაშორისო სამართალსა და მცირე ერების ინტერესებს.

მსგავსი