„ეარბალტიკა“ 28 მარტიდან ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებში ფრენების ნაწილს აღადგენს
„ეარბალტიკა“ 28 მარტიდან ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებში ფრენების ნაწილს აღადგენს

ლატვიის ავიახაზები „ეარბალტიკა“ 28 მარტიდან ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებში ფრენების ნაწილს აღადგენს. მათ შორის დაგეგმილია რეისების აღდგენა რიგა-თბილისის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მიმართულებით ფრენების აღდგენა 28 მარტიდან არის დაგეგმილი. უკვე ამ კვირაში კი ფრენები დაიწყება კიევის მიმართულებით.

ამასთან, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ისეთი მოგზაურობისგან, რომლის გადაუდებელი საჭიროება არ დგას.

„მოგიწოდებთ ყველა მოგზაურს გაითვალისწინონ საფრთხეები,რომელიც პანდემიისას მოგზაურობას ახლავს თან“,- ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყებაში მოგზაურებს ასევე ახსენებენ, რომ სამშობლოში დაბრუნებისას მათ ათი დღით თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწევთ.