„ეარ ფრანსის“ პარიზი-თბილისის პირველი რეისის ერთ-ერთი მგზავრი სალომე ზურაბიშვილი იქნება
„ეარ ფრანსის“ პარიზი-თბილისის პირველი რეისის ერთ-ერთი მგზავრი სალომე ზურაბიშვილი იქნება

31 მარტს ავიაკომპანია „ეარ ფრანსის“ პარიზი-თბილისის პირველი რეისის ერთ-ერთი მგზავრი სალომე ზურაბიშვილი იქნება.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, პრეზიდენტი პარიზიდან თბილისში სწორედ ფრანგული ავიაკომპანიის თვითმფრინავით იმგზავრებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისის საზეიმო დახვედრის ცერემონიაც გაიმართება.

„ეარ ფრანსი“ ფრენებს პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე 2019 წლის 23 ოქტომბრამდე კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს. რეისები „ეარბას“ ა320 და ა321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.