ე.წ. ვარკეთილის ხიდებზე სამუშაოების გამო, აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება

22:52, 11.01.2019

თბილისის მერიის ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ. ვარკეთილის ხიდები) აღდგენა-რეკონსტრუქციის ფარგლებში, დღეს, 23:30 საათზე, აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება.

ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით ნებადართული იქნება სავალი გზის საპირისპირო ზოლში.

„შეზღუდვა მიმდინარე წლის 13 იანვრამდე იმოქმედებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

მსგავსი