ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ 550 მოქალაქეს იზოლაციის ვადა ამოეწურა
ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ 550 მოქალაქეს იზოლაციის ვადა ამოეწურა

ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ 550-ვე კონტაქტს იზოლაციის ვადა ამოეწურა, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

„ყველა პირს გაუვიდა სარეკომენდაციო პერიოდი. თვითიზოლაციაში რჩება მხოლოდ ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული ბოლო დადასტურებულ შემთხვევის ხუთი კონტაქტი, ისინი ქალაქ ქობულეთში ცხოვრობენ და ინფიცირებულის ოჯახის წევრები არიან, თუმცა ვირუსი არ აღენიშნებათ“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტებიდან სულ 36 პირი დაინფიცირდა.