ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით დამატებით 30-მდე პირს იკვლევენ
ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით დამატებით 30-მდე პირს იკვლევენ

ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით დამატებით 30-მდე პირს იკვლევენ. მათ ანალიზები დღეს აუღეს და უკვე გადააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიის ბათუმის ფილიალში. შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, შესაძლებელია, გამოსაკვლევ პირთა რაოდენობა ხვალ, დღის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან საბოლოო ჯამში უნდა იქნეს გამოკვლეული კლასტერთან დაკავშირებული 350-მდე კონტაქტი.

ამ დროის მონაცემებით, სულ 180 ადამიანი უკვე გამოკვლეულია, რომელთაგან საერთო ჯამში 25-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.