ძველეგვიპტურ ტაძარში ათასობით მუმიფიცირებული ვერძის თავი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ძველეგვიპტურ ტაძარში ათასობით მუმიფიცირებული ვერძის თავი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ეგვიპტეში, ნაქალაქარ აბიდოსში, ფარაონ რამზეს II-ის ტაძართან, არქეოლოგებმა 2000-ზე მეტი მუმიფიცირებული ვერძის თავი და ძველი სამეფოს სასახლის სტრუქტურა აღმოაჩინეს.

აღმოჩენილი არტეფაქტები მეექვსე დინასტიის შემდეგ ათას წელიწადს მიეკუთვნება და დაახლოებით 4300 წლის წინანდელია.

უძველესი ვერძის თავების გარდა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს მუმიფიცირებული ძაღლები, გარეული თხები, ძროხები, ირემი და სირაქლემა.

ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს განცხადებით, მუმიფიცირებული ნაშთების მიზანი რამზეს II-ის პატივისცემა იყო მისი სიკვდილიდან დაახლოებით ათასი წლის შემდეგ.

მისიის ხელმძღვანელის, სამეჰ ისკანდერის აზრით, ვერძები და სხვა ცხოველები ერთგვარი შესაწირი უნდა ყოფილიყო.

ცხოველთა ნაშთების გარდა, არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს ძველი სამეფოს პერიოდის მეექვსე დინასტიის უზარმაზარი სასახლის ნაშთები, რომლის კედლების სისქეც დაახლოებით ხუთი მეტრია.

სტრუქტურა შეიცავს უამრავ ქანდაკებას, ხის ნაშთებს, ტყავის ფეხსაცმელებს, ტანსაცმელს და პაპირუსებს.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.