ძმები ბოლების დაპირისპირება ლამელოს გამარჯვებით დასრულდა - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
ძმები ბოლების დაპირისპირება ლამელოს გამარჯვებით დასრულდა - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA), 9 იანვარს, 10 თამაში გაიმართა.

ნიუ ორლეანსში ძმები ბოლების დაპირისპირება შედგა, რომელიც NBA-ს ახალწვეულის გამარჯვებით დასრულდა. ლამელო ბოლმა ლიგაში პირველი ორმაგი დუბლი გაიფორმა და სამმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა. მან 12 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი დააგროვა. „შარლოტის“ საუკეთესო მექულე გორდონ ჰეივორდი იყო, რომელსაც არასრულ 38 წუთში, 26 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა. „პელიკანსის“ რიგებში კი საუკეთესო ზაიონ უილიამსონი იყო, რომელმაც 26 ქულასთან ერთად, 8 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

დაძაბული ბრძოლა წარიმართა „ფენიქსსა“ და „დეტროიტს“ შორის, სადაც ყველასათვის მოულოდნელად, მაშინ როცა „სანსი“ 23 ქულის სხვაობით იგებდა, „პისტონსმა“ თამაში თავის სასარგებლოდ შემოატრიალა და ოვერტაიმში გადაიყვანა. საბოლოო ჯამში, დუეინ კეისის გუნდმა 110:105 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ჯერემი გრანტი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა, მას 31 ქულა, 10 მოხსნა და 2 გადაცემა ჰქონდა. ასევე ორმაგი დუბლები გაიფორმეს ბლეიკ გრიფინმა და დეანდრე ეიტონმაც. გრიფინს 16 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი დაუგროვდა, ხოლო „ფენიქსის“ ახალგაზრდა ცენტრის მონაგარი 14 ქულა, 12 მოხსნა და 2 პასი იყო.

 

ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა:

 

დეტროიტი-ფენიქსი 110:105

 

ბოსტონი-ვაშინგტონი 116:107

 

ნიუ ორლეანსი-შარლოტი 110:118

 

ნიუ იორკი-ოკლაჰომა 89:101

 

ჰიუსტონი-ორლანდო 132:90

 

მემფისი-ბრუკლინი 115:110

 

მილუოკი-იუტა 118:131

 

გოლდენ სტეიტი-კლიპერსი 115:105

 

ლეიკერსი-ჩიკაგო 117-115

 

საკრამენტო-ტორონტო 123-144