ძლიერმა სეტყვამ ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა 
ძლიერმა სეტყვამ ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა 

ძლიერმა სეტყვამ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუდასახოს, დიდაჭარისა და პანტნარის მოსახლეობა დააზარალა.

ძირითადი ზიანი კარტოფილისა და სხვა ბოსტნეულის ნარგავებს მიადგა. ხულოს მუნიციპალიტეტში სწორედ მეკარტოფილეობაა სოფლის მეურნეობის მთავარი დარგი და ადგილობრივების შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო.

„ბევრგან მთლიანად განადგურდა ნათესები, განსაკუთრებით კარტოფილის, სიმინდისა და ლობიოს სავარგულები. სეტყვა იშვიათია ხულოში, თუმცა ამჯერად საკმაოდ ძლიერი ნალექი იყო. სეტყვასთან ერთად ძლიერმა წვიმამ თითქმის გადარეცხა ყანები”, – ამბობს დიდაჭარის მცხოვრები მანანა მელაძე.

მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს ხულოს მერია სწავლობს.