ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი სოფელი დააზარალა
ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი სოფელი დააზარალა

გურჯაანში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ყურძენს საცხოვრებელ ტერიტორიასთან ახლომდებარე ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ჩააბარებს, – ამის შესახებ რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ანდრო ასლანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაზიანებული ყურძნის არსებობის შემთხვევაში, საკოორდინაციო შტაბი კომპანიასა და მევენახეებს შორის შუამავლის როლს შეასრულებს.

ძლიერმა სეტყვამ გუშინ საღამოს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი სოფელი დააზარალა. განადგურებულია მოსახლეობის კუთვნილი ვენახების ნაწილი, ერთწლიანი კულტურები და საკარმიდამო ნაკვეთები.