ძლიერმა ქარმა თურქეთში პრობლემები შექმნა
ძლიერმა ქარმა თურქეთში პრობლემები შექმნა

სტამბოლში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავი გადახადა. რამდენიმე შენობაში ჩაიმსხვრა მინა, წაქცეულია ხეები.

შედეგად, დაზიანდა ავტომობილები, გზების ნაწილი კი ჩაიხერგა.

სტამბოლში შეფერხებით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მეტეოროლოგების თქმით, უამინდობა გაგრძელდება და ძლიერი ქარი სხვა ქალაქებშიც არის მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მარმარილოსა და ეგეოსის ზღვაზე ძლიერი შტორმია ნავარაუდევი.

თურქეთის აღმოსავლეთში თოვლს ელოდებიან, ხოლო სამხრეთში – ძლიერ წვიმას.

უამინდობის გამო, უკვე ჩახერგილია ბურსა-ანკარას საავტომობილო გზა.