ძლიერი წვიმის გამო, სამხრეთ კალიფორნიის ათასობით მცხოვრებს სახლების დატოვებისკენ მოუწოდებენ
ძლიერი წვიმის გამო, სამხრეთ კალიფორნიის ათასობით მცხოვრებს სახლების დატოვებისკენ მოუწოდებენ

სამხრეთ კალიფორნიის ათასობით მცხოვრებს საკუთარი სახლების დატოვებისკენ მოუწოდებენ. ამის მიზეზი ძლიერი წვიმაა, რამაც, ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, შესაძლოა, კვლავ ღვარცოფი და მეწყერი გამოიწვიოს.

იანვარში მსგავს სტიქიას სამხრეთ კალიფორნიაში 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო გაფრთხილებები შეეხება წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლსა და მთისპირა ნაწილს, მათ შორის მონტესიტოსა და გოლეტას მდიდრულ დასახლებებს. ამ განცხადებას სანტა ბარბარას ოფიციალური პირების მიმართ კრიტიკა მოჰყვა. კრიტიკის საგანი კი ის გახდა, რომ იანვრის მოვლენებამდე მათ მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სათანადოდ არ გაუფრთხილებიათ.