ძლიერი სიცხის გამო, ესპანეთში სამი ადამიანი გარდაიცვალა
ძლიერი სიცხის გამო, ესპანეთში სამი ადამიანი გარდაიცვალა

ძლიერი სიცხის გამო, ესპანეთში სამი ადამიანი გარდაიცვალა. „ფრანს პრესის“ ცნობით, სამივეს გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, პარასკევს ესპანეთში ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია.

დაღუპულებიდან ერთ-ერთი ბარსელონაში ცხოვრობდა. ის, სავარაუდოდ, უსახლკარო იყო. კიდევ ორი დაღუპული კი პენსიონერია.

ესპანეთსა და პორტუგალიაში გუშინ რეკორდული სიცხე დაფიქსირდა. თერმომეტრი რიგ რაიონებში 45 გრადუს ცელსიუსზე მეტს აჩვენებდა.

ძლიერი სიცხეა ნიდერლანდებში, სადაც ტემპერატურა 35 გრადუსს აღწევს. უჩვეულო სიცხეა შვედეთშიც. საფრანგეთში კი ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა.