ძიუდოში კონტინენტის პირველობა, რომლის გამართვის თარიღი კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენჯერმე შეიცვალა 19-დან 21 ნოემბერის ჩათვლით პრაღაში გაიმართება და ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები განაწილდება.
უკვე ცნობილია ისიც, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო 11-13 დეკემბერს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ტურნირი – ტოკიოს დიდი სლემის გათამაშება არ ჩატარდება. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) პრეზიდენტის მარიუს ვიზერისა და იაპონიის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელის იასუჰირო იამასიტას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად ტოკიოს დიდი სლემი 2020 წელს არ ჩატარდება.
ტოკიოს ტურნირმა შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელებას შეუწყოს ხელი, რაც თავის მხრივ მომავალი წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებსაც საფრთხეს შეუქმნის.