ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებენ #1TVSPORT
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე ნეიტრალური დროშის ქვეშ მონაწილეობის უფლება მისცა.
ტურნირებში გამოსვლამდე შემოწმდება ძიუდოისტების ისტორია და ინდივიდუალურად განიხილავენ, დაუშვან თუ არა სპორტსმენი შეჯიბრებაზე.
7-14 მაისს დოჰაში გასამართ მსოფლიო პირველობაზე რუსი და ბელარუსი ძიუდოისტები იასპარეზებენ. მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა, მათ გრან პრიზე, გრანდ სლემსა და მასტერსზე გამოსვლის უფლებაც ექნებათ. შეგახსენებთ, რომ რუსებმა ბოლოს მონღოლეთში გამართულ გრან პრიზე იჭიდავეს.