ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოება | ლუხუმ ჩხვიმიანი 2020 წლის საუკეთესო ძიუდოისტია, ტატო გრიგალაშვილი - ამომავალი ვარსკვლავი
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოება | ლუხუმ ჩხვიმიანი 2020 წლის საუკეთესო ძიუდოისტია, ტატო გრიგალაშვილი - ამომავალი ვარსკვლავი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2020 წლის საუკეთესო ძიუდოისტები გამოავლინა. გამარჯვებულები სულ ხუთ ნომინაციაში გამოვლინდნენ. ორ ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ ქართველი ძიუდოისტები: ლუხუმ ჩხვიმიანი და ტატო გრიგალაშვილი.

ორივე ჩვენიანმა გაიმარჯვა – ლუხუმ ჩხვიმიანი 2020 წლის საუკეთესო ძიუდოისტად დასახელდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილი – ამომავალ ვარსკვლავად.

წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტის ნომინაციაში ლუხუმთან ერთად წარდგენილნი იყვნენ: საგი მუკი (ისრაელი), ლუკას კრპალეკი (ჩეხეთი), შოჰეი ონო (იაპონია) და ჟორჟ ფონსეკა (პორტუგალია).

ამომავალი ვარსკვლავის ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ: ტატო გრიგალაშვილი, მანუელ ლომბარდო (იტალია), პატრისია სამპაიო (პორტუგალია), ანდრეა სტოიადინოვი (სერბეთი), შერონ ბუკლი (საფრანგეთი).

გამარჯვებულები ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საიტზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ.