ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რვა რუსი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონატზე არ დაუშვა #1TVSPORT
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) უარი უთხრა რვა რუს ძიუდოისტს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე, რომელიც 7-14 მაისს დოჰაში (კატარი) გაიმართება, – იტყობინება ფედერაციის პრესსამსახური.
ასეთ გადაწყვეტილებამდე IJF-ი მას შემდეგ მივიდა, რაც დაწვრილებით შეისწავლა რესეთის ნაკრების წევრთა ბიოგრაფიები.
„მსოფლიო ჩემპიონატზე დაიშვებიან მხოლოდ ის სპორტსმენები, რომლებიც მუშაობენ რუსეთის ნაკრებების სპორტული მომზადების ცენტრში, ასევე სპორტსმენები, რომლებიც არ არიან შემჩნეულნი უკრაინაში შექმნილი სიტუაციის მხარდაჭერაში“, – წერია ფედერაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ნეიტრალური სპორტსმენების სტატუსით დაუშვა თავის ტურნირებზე რუსი და ბელარუსი ძიუდოისტები. ამის გამო უკრაინის ძიუდის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ მისი ნაკრები არ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში.