ძიუდოს მეოთხედფინალების ტრანსლირება ვერ მოხერხდება #1TVSPORT
ძიუდოს მეოთხედფინალების ტრანსლირება ვერ მოხერხდება #1TVSPORT

81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი 1/4 ფინალში მონღოლეთის წარმომადგენელ მოლაეის დაუპირისპირდება.

ამ შეხვედრის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება ვერ მოხერხდება, რადგან იაპონიიდან სიგნალი არ იქნება. იაპონელებმა გადაწყვიტეს, რომ ძიუდოს პირველი ბლოკი ძალიან გაიწელა და იქ, სადაც ძიუდო უნდა გაეშვათ, სპორტის სხვა სახეობას რთავენ.