ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრები არ იასპარეზებს
ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 6-დან 28 აპრილის ჩათვლით თელ-ავივში გაიმართება, საქართველოს ნაკრები ორი ქალი სპორტსმენით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. -52 კგ. წონით კატეგორიაში მარიამ ჯანაშვილს, ხოლო -63 კგ. კატეგორიაში კი მზია ბებოშვილს უნდა ეასპარეზა, თუმცა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ქართველი ქალი სპორტსმენები კონტინენტის პირველობაზე მონაწილეობას ტრავმების გამო ვერ მიიღებენ.
შესაბამისად, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ კაცთა ნაკრებით იქნება წარმოდგენილი. ტურნირზე საქართველოს ნაკრების ყველა ლიდერი იჭიდავებს და მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებით გაორებული -60 და -90 კგ. წონითი კატეგორია იქნება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა –
ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე -60), ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73), ნუგზარ ტატალაშვილი (-81), უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე – 90), ვარლამ ლიპარტელიანი (-100), გურამ თუშიშვილი (+100).
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი