ძიუდოს 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით იასპარეზებს #1TVSPORT
ძიუდოს 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით იასპარეზებს #1TVSPORT

5-7 ნოემბერს ბუდაპეშტი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. 5-7 ნოემბერს, უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი, ძიუდოში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე საქართველოს ნაკრების სახელით 14 სპორტსმენი იასპარეზებს. ჩვენი გუნდი კონტინენტის პირველობაზე უძლიერესი შემადგენლობით წარსდგება. ახალგაზრდულ ნაკრებს ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე,  ეთერ ლიპარტელიანი და გელა ზაალიშვილი დაემატებიან.

ნაკრების შემადგენლობა

 

66 კგ: გიორგი თუთაშვილი

73 კგ: ალეკო მამიაშვილი

81 კგ: ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმირ ახალკაცი

90 კგ: ნიკა ხარაზიშვილი

100 კგ: ილია სულამანიძე, გიორგი ჩიქოვანი

+100 კგ: გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი

 

48 კგ: ნატალია ყიფშიძე

57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი

70 კგ: ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია

+78 კგ: სოფიო სომხიშვილი