ძიუდო | ზირაქიშვილი და მოდებაძე ზაგრების გრანპრის მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ძიუდო | ზირაქიშვილი და მოდებაძე ზაგრების გრანპრის მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე გრანპრიზე ძიუდოში ორი ქართველი მეოთხედფინალში იჭიდავებს. თენგო ზირაქაშვილმა (66კგ) მერვედფინალში აზერბაიჯანელი ნაზირ თალიბოვი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად უნგრელ კომბასს შეხვდება. დღეს ტურნირზე გამომსვლელმა მეორე ქართველმა ლუკა მოდებაძემ (60 კგ) მერვედფინალში ავსტრიელ ვაჩე ადამიანს სძლია და მეოთხედფინალში ფრანგ ძიუდოისტს დაუპირისპირდება.

2023 წელს საქართველოს ნაკრები ზაგრებში მხოლოდ სამი ძიუდოისტით გამოვიდა (საბა გრიგალაშვილი, ალექსანდრე რაფავა, ლუკა კაპანაძე), მაგრამ მედლის აღება ვერ მოახერხა.