ძიუდო | ზაგრების გრანპრიზე ბოლქვაძემ და კაპანაძემ პირველი გამარჯვებები მოიპოვეს #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე გრანპრის ტურნირზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს პირველი გამარჯვებები მოიპოვეს ბაჩანა ბოლქვაძემ (73 კგ) და კოტე კაპანაძემ (81 კგ).
ორივე ქართველი მერვედფინალში იასპარეზებს. წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.
გუშინ, 13 სექტემბერს, ზაგრებში პირველ საასპარეზო დღეს თენგიზ ზირაქაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ისრაელის წარმომადგენელ ერან ფიქსს დაუპირისპირდა და მეტოქე იპონით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოს ნაკრები ზაგრებში მხოლოდ სამი ძიუდოისტით გამოვიდა (საბა გრიგალაშვილი, ალექსანდრე რაფავა, ლუკა კაპანაძე), მაგრამ მედლის აღება ვერცერთმა მოახერხა.