ძიუდო - ვარლამ ლიპარტელიანი ევროპული თამაშების ფინალშია | მინსკი 2019 [ვიდეო]
ძიუდო - ვარლამ ლიპარტელიანი ევროპული თამაშების ფინალშია | მინსკი 2019 [ვიდეო]

ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) ევროპული თამაშების ფინალშია. იგი მეოთხედფინალურ მატჩში მონტენეგროელ დანილო პანტიჩს დაუპირისპირდა და მეტოქე სუფთად დაამარცხა.

ნახევარფინალურ ეტაპზე ქართველის მეტოქე ფრანგი სირილ მარე იყო. მაყურებელი დაძაბულ ბრძოლას ელოდა, თუმცა ლიპარტელიანმა მეტოქეს ეფექტური ილეთი გაუკეთა, კვლავ სუფთად გაიმარჯვა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ფინალური ბლოკის თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.