ძიუდო | ვარლამ ლიპარტელიანი და ლუხუმ ჩხვიმიანი ბუდაპეშტის მასტერსზე არ იჭიდავებენ #1TVSPORT
ძიუდო | ვარლამ ლიპარტელიანი და ლუხუმ ჩხვიმიანი ბუდაპეშტის მასტერსზე არ იჭიდავებენ #1TVSPORT

4-6 აგვისტოს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მასტერსი გაიმართება, სადაც მონაწილეობას 59 ქვეყნის 421 ძიუდოისტი მიიღებს.

საქართველოს ნაკრებს ტურნირზე ბოლო მომენტში ორი ძლიერი ძიუდოისტი – ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) გამოაკლდა. მათ გარდა, უნგრეთში არ იჭიდავებს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე, რომელსაც ტრიუმფის შემდეგ არცერთ შეჯიბრებაში არ მიუღია მონაწილეობა.

ბუდაპეშტის მასტერსზე 15 ქართველი ძიუდოისტი გამოვა (13 ვაჟი და 2 ქალი).

მამაკაცები:

60 კგ | გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე

66 კგ | ვაჟა მარგველაშვილი

73 კგ | ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი

81 კგ | ტატო გრიგალაშვილი

90 კგ | ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი

100 კგ | ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე

+100 კგ | გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი

ქალები:

57 კგ | ეთერ ლიპარტელიანი

78 კგ | სოფიო სომხიშვილი