ძიუდო | ვაჟა მარგველაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის ნახევარფინალშია #1TVSPORT
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში გრანდ სლემმა აიღო სტარტი. დღეს ტურნირზე საქართველოს ნაკრების სამი წევრი – ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი, ალეკო კასრაძე (ორივე – 66 კგ) გამოვიდნენ, რომელთაგან მარგველაშვილი ნახევარფინალში იჭიდავებს.
ქართველმა გრანდ სლემის მეოთხედფინალში ყაზახი კირგიზბაევი გაფრთხილებებით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად აზერბაიჯანელ ფაშაიევთან იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) გახდნენ, სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) კი – ბრინჯაო.