ძიუდო | გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობების დასკვნით საშეჯიბრო დღეს მეორე გამარჯვება მოიპოვა გურამ თუშიშვილმა (+100) – ქართველმა მძიმეწონოსანმა მეორე წრეში გვინეის წარმომადგენელი მუსტაფა ფოფანა 45 წამში დაამარცხა და მერვედფინალში რუს ვალერი ენდოვიცკის შეხვდება.
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს გამომსვლელი კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი, ირაკლი დემეტრაშვილი და სოფიო სომხიშვილი ტურნირს პირველი წრის შემდეგ გამოეთიშნენ.
ტურნირზე წინასწარი შეხვედრები 11:30 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენი ეროვნული ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზეა.