ძიუდო - თუშიშვილი ნახევარფინალშია | მინსკი 2019 [ვიდეო]
ძიუდო - თუშიშვილი ნახევარფინალშია | მინსკი 2019 [ვიდეო]

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ძიუდოში გურამ თუშიშვილმა (+100 კგ.) მეორე გამარჯვება პოლონელ სარნაცკისთან მოიპოვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც იგი ჰოლანდიელ გროლის დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპული თამაშების გამო წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება, შესაბამისად, წლევანდელი ტურნირი ევროპის ჩემპიონატის რანგშია აყვანილი.