ძიუდო | თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ფინალშია, გრიგალაშვილი და ჯაბნიაშვილი - ნახევარფინალში, გურეშიძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ფინალშია, გრიგალაშვილი და ჯაბნიაშვილი - ნახევარფინალში, გურეშიძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT

ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი – ტატო გრიგალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე 90კგ), იმედა გოგოლაძე (100კგ), გურამ თუშიშვილი და შალვა გურეშიძე (ორივე +100კგ) ასპარეზობდა, რომელთაგანაც ოთხი წარმატებულად აგრძელებს მედლებისთვის ბრძოლას.

მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა, რომელმაც დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველად იჭიდავა, ავსტრიის ტურნირზე სამი გამარჯვება მოიპოვა და ფინალში გავიდა, სადაც იგი ჩეხ კრპალეკს შეხვდება.

ასევე მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი და 21 წლის გიორგი ჯაბნიაშვილი ნახევარფინალურ დაპირისპირებებს რამდენიმე წუთში გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის გრანპრიზე საქართველოს ნაკრებმა ორი საშეჯიბრო დღე უმედლოდ დაასრულა.