ძიუდო | ტოკიოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები ათი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი #1TVSPORT

14:18, 20.11.2026

ტოკიოში 5-6 დეკემბერს ძიუდოში გრანდ სლემი გაიმართება. საქართველოს ნაკრებიდან ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ამ დროისთვის 10 ძიუდოისტია დარეგისტრირებული.

ჩვენი გუნდის შემადგენლობა:

60 კგ: გიორგი სარდალაშვილი

66 კგ: თორნიკე გიგაური

73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ლოლაძე

81 კგ: დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი

90 კგ: ლუკა მაისურაძე, ლუკა ჯავახიშვილი

+100 კგ: ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი.

2025 წელს ტოკიოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. ოქროს მედალს ილია სულამანიძე დაეუფლა, ბრინჯაოს მედლებს კი – გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

მსგავსი