ძიუდო | ტერაშვილი ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, ბაბუციძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს გიორგი ტერაშვილი (73 კგ) ფინალში იჭიდავებს. ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირის ნახევარფინალში ბრიტანელ ლუკ დევისს სძლია და კონტინენტის ჩემპიონობისთვის დაპირისპირებაში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველს, ოთარ კვანტიძეს შეხვდება.
დღეს ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი ქართველი – ლუკა ბაბუციძე (81 კგ) ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
რეპეჟაშიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი ჰქონდა ეთერ ასკილაშვილს (63 კგ), მაგრამ იგი ფრანგ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს მსოფლიო პირველობაზე თენგო ზირაქაშვილი (66 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ფინალში მან აზერბაიჯანელი აიდინ რზაიევი იპონით დაამარცხა.