ძიუდო | თბილისის გრანდ სლემზე გულშემატკივარს სიურპრიზები ელოდება #1TVSPORT
ძიუდო | თბილისის გრანდ სლემზე გულშემატკივარს სიურპრიზები ელოდება #1TVSPORT

24-26 მარტს თბილისში გასამართ ძიუდოს გრანდ სლემზე ქართველ გულშემატკივარს სიურპრიზები ელოდება. ლოტოტრონის პრინციპით გათამაშდება 7-13 მაისს დოჰაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთი საგზური, ასევე ჩვენი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების ავტოგრაფებიანი გადასაცმელები.

გრანდ სლემზე 61 ქვეყნის 419 ძიუდოისტი იჭიდავებს, საიდანაც 221 კაცია, ხოლო 198 – ქალი. საქართველოს კაცთა ნაკრებში – 28 ძიუდოისტი, ხოლო ქალებში 12 სპორტსმენი იასპარეზებს.

კაცები

60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე, საბა გრიგალაშვილი.
66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე, გიორგი თუთაშვილი, იპოლიტე აქუბარდია.
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, კოტე კაპანაძე, მიხეილ ბახბახაშვილი.
81 კგ: დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, ლევან გუგავა.
90 კგ: ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, ლაშა ბექაური.
100 კგ: ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე.
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.

ქალები

48 კგ: ნატალი ყიფშიძე.
52 კგ: ელენე წიკლაური, მარიამ ფოცხვერაშვილი, მარი მახარაშვილი.
57 კგ: ნინო წიკლაური, გვანცა მჭედლიშვილი, ნინო ლოლაძე, ეთერ ლიპარტელიანი.
63 კგ: ეთერ ასკილაშვილი, ნინო გეთიაშვილი.
70 კგ: რეგინა უთნელიშვილი.
78 კგ: სოფიო სომხიშვილი.

ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ. ტურნირის ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.ge-ზე. ბილეთის ფასი სამივე საშეჯიბრო დღეს 10 ლარიდან 25 ლარამდეა.

ძიუდოს გრანდ სლემი „თბილისი არენაზე“ ჩატარდება. წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკის შეხვედრები სამივე დღეს 17:00 საათზე გაიმართება.