თბილისში 29-31 მარტს ძიუდოს გრან-პრი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 53 ქვეყნის 410 სპორტსმენი მიიღებს. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 37 ძიუდოისტით წარსდგება – 28 ვაჟი და 9 ქალი. მამაკაცებს თითო წონაში ოთხი წარმომადგენელი ჰყავთ. შარშან გამართულ ტურნირში ჩვენმა ნაკრებმა ხუთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ვაჟები
60 კგ: თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი, ირაკლი კუპატაძე, ლუხუმ ჩხვიმიანი.
66: ნიკო ჭიკაიძე, გიორგი გუგულაშვილი, გიორგი ტუტაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი.
73: ფრიდონ გიგანი, ვალერი იაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ლაშა გიუნაშვილი.
81: ბექა დონღვანი, გიორგი კაციაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, კობა მჭედლიშვილი.
90: გიორგი პაპუნაშვილი, უშანგი მარგიანი, იმედა გოგოლაძე, ავთანდილ ჭრიკიშვილი
100: ლაშა ტაველური, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, გიორგი ჩიქოვანი.
+100: გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე, გიორგი ზაქარიაძე.
ქალები
48: ნატალია ყიფშიძე, მარიამ ციხელაშვილი, მარი მახარაშვილი.
52: მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი.
57: ეთერ ლიპარტელიანი.
63: მზია ბებოშვილი.
70: მარიამ ჭანტურია.
+78: სოფიო სომხიშვილი.