ძიუდო | ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში იჭიდავებს.
მსოფლიოს სამგზის (2022, 2023, 2024) ჩემპიონმა ნახევარფინალში სერბი მიხაილო სიმინი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა. მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ზელიმ ცკაევი იქნება.
ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.