ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დაიწყო ძიუდოისტთა ტურნირის მეორე დღე. დღეს გუშინდელის მსგავსად მედლები გათამაშდება ორ წონით კატეგორიაში – ვაჟთა შორის 66 და ქალთა შორის 52 კილოგრამში. პირველი შეხვედრა ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა.
მან ჰაიტელი საბიანა ანესტორი იპონით დაამარცხა და მეორე წრეში ტიტულოვან ფრანგს, ამანდი ბუშარდს შეხვდება.
ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობაში მოგვიანებით ჩაერთვება.